logo
ENG



რუსეთში გეგმავენ, გაქირავებაში მხოლოდ "ტრადიციული ღირებულებების" შესაბამისი ფილმები დაუშვან

06 ივნ 202421:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/klr9i8swo6bqokm.jpeg

რუსეთის კულტურის სამინისტრო კულტურის ცენზურის გამკაცრებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და გეგმავს, დისტრიბუციის ლიცენზია გასცეს მხოლოდ ისეთ ფილმებზე, რომლებიც "ტრადიციულ ღირებულებებს" შეესაბამება. ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიისა და ციფრული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, დმიტრი დავიდენკომ ისაუბრა.

დავიდენკოს თქმით, ბევრ კინორეჟისორს "მოაქვს მზა პროდუქტი", რომელშიც არის მომენტები "რომელთა ჩვენებაც ეთიკურად არ შეიძლება". ამის თავიდან ასაცილებლად, ცვლილებებს ექნება "მკაფიო პუნქტები... შეესაბამება თუ არა ეს ჩვენს ტრადიციულ მორალურ ღირებულებებს", დასძინა მან.

კონტენტის მაგალითად, რომელიც "ტრადიციულ ღირებულებებს" არ შეესაბამება, დავიდენკომ დაასახელა რეჟისორ სარიკ ანდრეასიანის სერიალი "გაუტეხელი". სერიალში სკოპინის მანიაკსა და დაზარალებულ ქალებზეა საუბარი.

"სწორედ ესაა ის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. 17 წელი იჯდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე სერიალი უნდა გადაიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყვნენ ასეთი გმირები, რათა არ იყოს კრიმინალის, დანაშაულების პოპულარიზაცია. და მაინც, პირადად ჩემთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვფიქრობ, რომ ამ ოთახში მსხდომი ყველა დამეთანხმება, ნამდვილი გმირი არის სამხედრო, რომელიც დღეს სიცოცხლეს რისკავს, გვიცავს, რომ აქ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე, რათა დღეს ჩვენს ცხოვრებაში იყოს სამართლიანობა და მშვიდობა".


close დახურვა